вторник, 13 октября 2009 г.

ორნამენტი

1.პროექტის სახელი:',,ორნამენტი"
2.პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მიზანია ქართული ორნამენტების შექმნის ტრადიციების გაგრძელება.
3.პროექტის სრული აღწერა:პროექტი მიზნად ისახავს ტრადიციული ქართული ორნამენტების შენარჩუნებას,მივიწყებულის მოძიებას,ახალი ორნამენტების შექმნას,ხელოვნების დარგების განვითარებას.
ა)პირველ ეტაპზე მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ორნამენტების შესახებ,გაესაუბრებიან ხანდაზმულებს, დაათვალიერებენ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს, მოინახულებენ მუზეუმებს, სარეწაო ოსტატების მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს.
ბ)მეორე ეტაპზე მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს (ნახატები, აპლიკაციები,ნაქარგები, ნაძერწები, ფოტომასალა).
გ)მესამე ეტაპზე ეწყობა გამოფენა.
4.მონაწილეთა ასაკი:6 -16 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა:2-3 თვე სასწავლო წლის განმავლობაში
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა,უფროსების მიერ დამზადებული ნამუშევრების შედარება თავიანთ შექმნილთან.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:გამოფენები,ბლოგები, პრეზენტაციები.
8. სარგებელი სხვებისთვის:ესთეტიკური ღირებულებების წინ წამოწევა,ტრადიციების შენარჩუნება, გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხით სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:თბილისის 105-ე საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე საჯარო სკოლა.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:გამოყენებითი ხელოვნება(სახვითი ხელოვნება,შრომითი სწავლება), მათემატიკა, მშობლიური ლიტერეტურა.
12.პროექტის ფალსილიტატორი:ნინო ჯინჭარაძე
13.ფალსილიტატორის ელ.ფოსტა:ninuca1965@gmail.com
14.პროექტის ფორუმი
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ornamentebi.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий